საქართველო-NATO

აპატურაი: მაპის განხილვამდე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის შესახებ უნდა ვისაუბროთ

NATO

NATO-სთან ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, საქართველომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უნდა უპასუხოს, განაცხადა ტაბულასთან საუბრისას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ. 

ტაბულას კითხვაზე, თუ რას უნდა მოელოდეს საქართველო NATO-სგან 2014 წელს, მაშინ როცა პრემიერმინისტრმა ამ წლისთვის მაპის მიღება დაგეგმა, აპატურაიმ ასე უპასუხა: "პირველ რიგში, მივესალმებით, რომ პრემიერმა ასეთი ამბიციური გეგმა დასახა. კარგია, რომ მთლიანი პარლამენტი იზიარებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინეგრაციის სურვილს. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თუ როდის იქნება სამიტი და ამ საკითხზე და განსახილველ თემათა სიაზე ახლა ვმუშაობთ. მაგრამ მჯერა, რომ ახლა, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კონკრეტულ დიპლომატიურ პროცესებზე საუბრის დაწყება ნაადრევია, ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბჭოს ვიზიტი კარგად ჩაივლის, რეფორმები მიმდინარეობს და შედეგები სახეზეა, და რომ საქართველო უპასუხებს იმ წუხილებს, რაც NATO-ს გააჩნია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და 17 მაისის თემებზე. ახლა სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ და მოგვიანებით, ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამიტის თემაზე".

კომენტარები