ISAF-ის მისია

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

გიორგი ღუჭაშვილი
facebook.com/mod.gov.ge

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ სამხედროთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გიორგი ღუჭაშვილი აფეთქების დროს ნანგრევებში მოყვა. მიმდინარეობდა მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

შეგახსენებთ, 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები. დაჭრილია ცხრა სამხედრო მოსამსახურე.

ხვალინდელი დღე, 7 ივნისი, გლოვის დღედ გამოცხადა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

 

კომენტარები