ტერორისტული აქტის მცდელობა

შსს: კადიევი პრეზიდენტის პირადი მფრინავის ბინაში ცხოვრობდა

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს-ს მიერ დაკავებულ მიკაელ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს პრეზიდენტის პირად მფრინავთან, ვერტმფრენების კომპანია თუშეთის მფლობელ ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. ამის შესახებ განცხადება შსს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა. გიორგობიანის განცხადებით, ქორთოშიძე უკვე დაკითხულია და მან აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი შსს-მ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები