უმაღლესი განათლება

პრეზიდენტი განათლების სისტემაზე სასაუბროდ სტუდენტებს იწვევს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბთს, 17 ივნისს სტუდენტებს პრეზიდენტის სასახლეში განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენების ღია განხილვაზე იწვევს.

"ყველამ, ვისაც სურს შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ 16 ივნისის 23:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე [email protected]  გამოგვიგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი და სასწავლებლის დასახელება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ზემოთ მითითებულ დრომდე გაივლის რეგისტრაციას. მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სტუდენტური ბარათი",- აღნიშნულია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტს თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზეც გამოეხმაურა. მისი თქმით, "საქმე გვაქვს გაუაზრებელ ნაბიჯთან და არა კარგად მოფიქრებულ პროექტთან".  პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი თხოვს პარლამენტს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გადახედოს არა მხოლოდ რექტორების დანიშვნის ნაწილში, არამედ გაითვალისწინოს ყველა ნიუანსი.

"მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, იძულებული ვიქნები, გამოვიყენო პრეზიდენტის უფლება ვეტოს დადების შესახებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები