პრეზიდენტი

უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს ვეტო ემუქრება

www.chveniambebi.info

პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს არსებული რედაქციით ვეტოს დაადებს. "თუ თქვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. არა მგონია, ამ ვეტოს გადალახვის რესურსი არსებობდეს, რადგან უმრავლესობაშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის თქმით, განათლების სფეროში საქართველომ პროგრესი განიცადა. "ცა და დედამიწაა, რასაც მიაღწია საქართველომ განათლებაში იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. იმ ქვეყნებში პირველი ნაბიჯიდანვე საბჭოთა კავშირში ბრუნდები – პროფესორებით, პროგრამებით, სტუდენტების და პროფესორების დამოკიდებულებით. ეგრევე შეგიძლია საბჭოთა კავშირის სუნი იგრძნო იმ ჩამყაყებულ შენობებში. ძალიან ცუდი სუნი აქვს საბჭოთა კავშირს, აღარ გვინდა, უნდა გავანიავოთ. ბოლო პერიოდში ვანიავებთ, რომ გაუვიდეს საბჭოთა შმორის სუნი ჩვენს უნივერსიტეტებს. ის იყო, გავანიავეთ, უნდა მოგვეხურა ფანჯრები და კლიმატკონტროლზე გადაგვეყვანა, თავზე დაგვატეხეს ეს კანონი. უნივერსიტეტი ვეღარ გადაწყვეტს, ვის რამდენ ხელფასს გადაუხდის. ვიღაც ბიძია ჩინოვნიკი სამინისტროში, რომელიც გაბრაზებულია იმის გამო, რომ თავის დროზე გააგდეს ან მისი შვილი არ მიიღეს, დაწერს, რა ხელფასი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს ან პროფესორს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები