სახალხო დამცველი

უჩა ნანუაშვილი: შსს-მ კადიევის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

facebook.com/UchaNanuashvili

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკაელ კადიევის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენი ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია მაშინ დაირღვა, როცა შსს-მ განაცხადა, რომ კადიევი ტერაქტის მცდელობისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მას ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდა. 

ნანუაშვილის თქმით, კადიევთან შეხვედრას ის დღეს აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. თუმცა, დაკავებულ პირებს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდათ ბრალად.

კომენტარები