პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავალ

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ესტონურ გაზეთ Postimees-ისათვის მიცემულ ინტერვიუში  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა“.

რაც შეეხება ახალი მთავრიბის შემდგომ პერსპექტივებს და მისი შემცვლელის ვინაობას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება დაიკავოს ჩემი ადგილი“.

ივანიშვილის განცხადებთ, მას  არ სურს „ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს“. მან გამოთქვა რწმენა,  რომ უმაღლეს თანამდებობებს ქვეყანაში „სუფთა ადამიანები და დემოკრატები“ დაიკავებენ. 

კომენტარები