ფარული ჩანაწერები

შსს ვიდეოჩვენებას საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებისთვისაც მოაწყობს

ფარული ჩანაწერების ჩვენება შს სამინისტროში
fb.com/GaribashviliOfficial

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 25 ივნისს, სამინისტროში თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრს სამეგრელოში ამოღებულ ვიდეოფირებს აჩვენებენ.

როგორც უწყება იტყობინება, "ვიდეომასალის ჩვენება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდება". სამინისტროსვე ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შსს-ს 24 ივნისს წერილობითი თხოვნით მიმართა.

შსს-მ ვიდეომასალის ჩვენება უკვე მოაწყო დიპლომატიური კორპუსისთვის, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, როდესაც შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა ჩვენება პროტესტის ნიშნად დატოვა.

ჩვენება დღის სამ საათზე გაიმართება.

კომენტარები