საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: საქართველო ევროპისგან საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპისგან საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ალექსანდრე ვილკულთან შეხვედრისას განაცხადა. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, გუშინ, სამწუხაროდ, წამყვანმა მინისტრებმა საქართველო გამოყვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის, რომელთაც პრობლემა აქვთ ევროკავშირში წინსვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე შიდა სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესების გამო. მე მიმაჩნია, ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს ახლა, რომ გამოვასწოროთ. უნდა ვიმუშავოთ, რომ ეს გამოვასწოროთ. [...] ეს არ არის უბრალოდ საპარლამენტო ორგანო, ეს არის უმთავრესი ორგანო ევროპის კავშირის. საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ კარგი, რომ გუშინ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს და მხოლოდ გაგვაფრთხილეს, თან ძალიან მკაცრად. შემდეგი  იქნება გადაწყვეტილება, მას ჩვენ ვეღარ შევცვლით და საქართველოს მრავალი წლით დავწევთ უკან. ჩვენ ახლა თავი კი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგად არის, კარგად არ არის! საქართველო მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ ევროპისგან და ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, მიუხედვად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას," განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესასა და დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოების სტატუსის გაუქმება გადაწვიტა.

"მის გამო, რომ რაღაც შიდა ხრიკებია და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა პრეზიდენტის დანიშნული კონსული მოაშოროს, ურთიერთობების დონეს ადაბლებს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან. ასეთი რამე არც წამიკითხავს და არც გამიგია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ანტისახლემწიფოებრივი ქმედება. მე მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც სრულიად მიუღებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და არასწორია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პიროვნული ქიშპის გამო ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას," განაცხადა სააკაშვილმა

 

 

კომენტარები