უიმბლდონი

უიმბლდონზე ფერერმა, ბერდიხმა და დელ პოტრომ შემდეგ რაუნდში გააღწიეს

ხუან მარტინ დელ პოტრო
wimbledon.com

უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე, მეოთხე ნომრად განთესილი დავიდ ფერერი მარტინ ალუნდს შეხვდა.

ესპანელმა ფერერმა, მოწინააღმდეგე, რომელსაც ბალახზე თამაშის გამოცდილება ნაკლებად ჰქონდა, ორსაათიან შეხვედრაში ანგარიშით 6-1, 4-6, 7-5, 6-2 დაამარცხა.

ფერერი, რომელმაც გასულ წელს მეოთხედფინალში იასპარეზა, შემდეგ ეტაპზე თანამემამულე რობერტო ბაუტისტას შეხვდება.

ჩეხმა ტომას ბერდიხმა სლოვაკი მარტინ კლიზანი ანგარიშით 6-3, 6-4, 6-4 დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა, სადაც გერმანელ დანიელ ბრანდს დაუპირისპირდება.

2009 წლის იუ ეს ოუფენის გამარჯვებულმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, ესპანელი ალბერტ რამოსი ანგარიშით 6-2, 7-5, 6-1 დაამარცხა. მეორე რაუნდში არგენტინელის მეტოქე კანადელი ჯესი ლივაინი იქნება.

ქალებში გამარჯვება მოიპოვა კიმიკო დატე კრუმმა. იაპონელი, რიგით მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, ვინც უიმბლდონის ტურნირზე მატჩის მოგება მოახერხა. დატე კრუმმა კარინა ვითხოეფტი 44 წუთში იოლად, 6-0, 6-2 დაამარცხა.

კომენტარები