პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: დღევანდელი პროკურატურა სუსტია

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები და საელჩოები აქტიურად აკვირდებიან.

"ამ თემაზე ბათუმში, უსაფრთხოების კონფერენციაზეც, ასევე ბოლო დღეებში მქონდა საუბარი. მე ვთხოვე მათ, ზედმეტად ნუ ჩაერევიან და ზედმეტად ნუ მოახდენენ ზეწოლას პროკურატურაზე, რამეთუ ეს ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი. აღსანიშნავია, რომ საელჩოებმა სერიოზული ექსპერტები მოიწვიეს, ჩვენ მივეცით მათ საშუალება ექსპერტიზის ჩატარების. არ არის იმის აუცილებლობა, რომ გარედან ჩარევა მოხდეს პროკურატურაზე", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, გარკვეული კითხვები არსებობდა წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, მაგრამ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები დადო.

"გასაგებია, რომ დღევანდელი პროკურატურა სუსტია, მაგრამ მე თვითონ არ ვუშვებ, არ მინდა მიეჩვიონ, ზემოდან გადაწყვიტოს ვიღაცამ რამე", - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერის თქმით, კირვალიძე ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო და მისთვის ეს პროცესები ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ის არ ჩაერია გამოძიების პროცესში, რადგან ეს ცუდ პრეცედენტს შექმნიდა. 

ივანიშვილმა რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების საქმეზეც გააკეთა კომენტარი. პრემიერის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და პოლიტიკური ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. 

კომენტარები