შსს

დაკითხვის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა

ნინო გიორგობიანი
შსს

36 წლის მამაკაცმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. თვითმკლელობამდე მან ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ პოლიციამ ის აწამა და მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცმეინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. 

“როგორც ვიცი, 36 წლის მამაკაცი გუშინ ღამით მოხვდა სამმართველოში, იქ სცემეს და ზეწოლას ვერ გაუძლო, დაურეკა ოჯახს და მეგობარს - მივდივარო. იატაკზე დაგდებული სცემეს და რაღაცაზე მოაწერინეს ხელი. გუშინდელი ზეწოლის შემდეგ, მამაკაცმა დარეკა და თქვა, წყალში შევცურე, მაგრამ თავი ვერ დავიხრჩვე და ახლა თოკი ვიყიდე, თავი უნდა ჩამოვიხრჩოო,” აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით. გიორგობიანის თქმით, თვითმკლელობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

კომენტარები