მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: ჟვანიას საქმე გახსნილი არ არის

Archil Kbilashvili
Tabula

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი უარყოფს ერთ-ერთი გამოცემის ცნობას იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გახსნილია.  

როგორც კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე გახსნილი არ არის, თუმცა "გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს".

"გახსნილი რომ ყოფილიყო, გამოვაცხადებდი. რაც ფაქტებია ჩამოთვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, გამოძიებით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. მე უკვე ვთქვი, რომ გარკვეული პროგრესია, თუმცა ჯერ გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარები