მერაბიშვილის საქმე

ლისეკი, პოლიტიკურის გარდა, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზეზს ვერ ხედავს

Reuters

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ევროპარლამენტარებმა მოინახულეს. ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა. მისი თქმით, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის სხვა მიზეზს ვერ ხედავს, თუ არა პოლიტიკურს.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, თუ რატომ იმყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, თუ არა პოლიტიკურს", - ამბობს ლისეკი.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ მოუგვარებელი რჩება მერაბიშვილის ოჯახთან დაკავშირებული საკითხი:

"ექვსი კვირის წინ მე მერაბიშვილი მოვინახულე. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის და კარგი იქნება თუ მიეცემა შესაძლებლობა, ვანო მერაბიშვილი მოინახულონ მეუღლემ და შვილებმა, ან მიიღოს მათგან წერილი" , - ამბობს ლისეკი.

ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი წინასწარ პატიმრობაშია, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთი წევრი იმყოფებოდა - არნო დენჟანი, კჟიშტოფ ლისეკი, პაველ კოველი, ანე გომესი და ტევესა რივა მანდურელი.

 

კომენტარები