მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია

Archil Kbilashvili
Tabula

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია.

მისი თქმით, გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს, თუმცა, მისივე განმარტებით, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, საქმეში ზოგიერთი დოკუმენტი არ არის, რაც გამოძიებას ამოცანას ურთულებს.

"გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა, სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს და რასთან გვაქვს საქმე - უბედურ შემთხვევასთან თუ სხვა რამესთან და თუ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იმსახურებენ. ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, გვაწუხებს ჩვენც და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კომენტარები