საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. დღევანდელ სხდომაზე, არჩევნებში მონაწილე 2 კანდიდატს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა.

ემზარ გოგუაძემ და ნატალია დვალმა, თანაბარი, 5-5 ხმა მიიღეს, ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი მელაძემ, სხდომის დაწყებისას საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელ თავმჯომარეს ლევან გახელაძეს უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს ეწურება. უფლებამოსილების ვადა ეწურებათ ასევე სამეურვეო საბჭოს წევრებს: ოთარ კობერიძეს, ბაკურ სულაკაურსა და ზაზა კორინთელს.

როგორც ცნობილია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელახალი არჩევნები 22 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები