რუსეთის ფედერაცია

ნავალნის ასზე მეტი მხარდამჭერი დაკავებულია

აქცია ნავალნის მხარდასაჭერად
lenta.ru

მოსკოვსა და პეტერბურგში, ცნობილი ბლოგერისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, რომლებიც ქუჩებში ნავალნისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებდნენ, მილიციამ დააკავა. lenta.ru-სა და ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, ორივე ქალაქში დაკავებულთა რაოდენობა 100-ზე მეტს აღემატება. პოლიციამ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქცია დაარბია. მხარდამჭერთა დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება.

აქციის მონაწილეები წითელი და ლურჯი ნიშნებით შეიკრიბნენ, რომელზეც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი ლოზუნგები ეწერა. რუსეთის დუმის შენობაზე მათ მოქმედი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მისამართით სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი დამნაშავედ ცნეს კრიმინალური სქემის ორგანიზებაში, რომლის მეშვეობითაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ფული მიითვისა. ნავალნი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

თავად 37 წლის აქტივისტი და ბლოგერი მიიჩნევს, რომ ბრალდება, თითქოს მან 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ კიროვის რეგიონის გუბერნატორი იყო, სახელმწიფოს კუთვნილი 16 მილიონი რუბლი ანუ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის მიზეზი მისი პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებაა.

 

კომენტარები