მკვლელობა

ბათუმში 16 წლის გოგონა მოკლეს

ecofact.com
ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონა მოკლეს. გოგონას ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, გოგონა გუშინ ღამით სახლში არ დაბრუნებულა, რის გამოც ახლობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. 
 
გარდაცვლილს ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და ზურგზე ქვა ჰქონდა დადებული. ადგილიდან დაკარგულია გარდაცვლილის ველოსიპედი, მობილური ტელეფონი iPhone 5 და ჩანაწერების წიგნაკი. 
 

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს. 

კომენტარები