17 მაისის მოვლენები

მღვდლების სასამართლო პროცესი 1 აგვისტომდე გადაიდო

0 კომენტარი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტოსთვის გადადო. დღეს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაშვებას განიხილავდნენ. 

იმის გამო, რომ მოსამართლესაც და ადვოკატებსაც სხვადასხვა სასამართლო პროცესები ჰქონდათ ჩანიშნული, შუამდგომლობების განხილვა ვერ ესწრებოდა. 

მოსამართლეს სურდა, რომ სასამართლო სხდომა გაგრძელებულიყო 30 ივლისს, თუმცა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამ დღეს საეკლესიო დღესასწაულია და ყველანი ეკლესიებში უნდა იყვნენ. ამის შემდეგ, მოსამართლემ სასამართლო 1 აგვისტოს დანიშნა. 

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია იგეგმებოდა, რომელიც მრავალათასიანი კონტრდემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები