ეკონომიკური ზრდა

ივნისში ეკონომიკა 0.8%-ით შემცირდა

2013 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად - უარყოფითია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა.

იმავე მონაცემებით, 2013 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლები იყო: შარშან მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო 2013 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა. 

როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით, ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 3.2%-ით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში ეკონომიკა მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა. 

კომენტარები