ჟვანიას საქმე

უსუფაშვილი: ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად ხელისუფლებას ცოტა დრო რჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოსაძიებლად ხელისუფლებას ცოტა დრო რჩება. საქართველოს მთავარმა პროკურორმას არჩილ კბილაშვილმა ცოტა ხნის წინ მეცხრე არხის ეთერში თქვა, რომ ამ საქმის გამოძიებაში პროგრესია. თუმცა, მას შემდეგ ამ მიმართულებით პროკურატურას ახალი არაფერი უთქვამს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ ოთხი წელი დასჭირდა გამოძიებებს, ე.ი. მათშიცაა პრობლემა - კვალიფიკაციის, ან სხვა რამის. ”პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები ისეთი თანამდებობის პირები არიან, რომელთა გადაყენება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ან თუ მკვლელეობასთან გვაქვს საქმე, უპირველესად, ქვეყნისთვის არის დამაზარალებებლი. მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი ყველაფრისთვის ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაესვას ამ საკითხებზს წერტილი”. -ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები