ძარცვა

თბილისში ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

თბილისში ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს. 5 აგვისტოს სამსახურში მისულ თანამშრომლებს გამგეობის შენობის კარი გატეხილი დახვდათ, შემტვრეული იყო გამგებლის მოადგილის კაბინეტის კარი. წაღებულია მისი პირადი კომპიუტერი. გამგეობის თანამშრომელთა თქმით, ქურდობის დროს შენობაში გამორთული იყო შუქი, რამაც ქურდებს სავარაუდოდ მოქმედება გაუადვილა.

"დაწვრილებით ჯერ ჯერობით ვერაფერს მოგიყვებით, სანამ შესაბამისი სამსახურები მუშაობას არ დაასრულებენ, ერთადერთი რაც ვიცით, წიხლით არის შემტვრეული კარი, წაღებული არის ტექნიკა, რომლის ზუსტ რაოდენობასაც ჯერ ჯერობით ვერ ვიტყვით, თუმცა საუბარია კომპიუტერზე, ფოტოაპარატზე და ა.შ. სამართალდამცავები მალე დადებენ დასკვნას",  - განაცხადა ვაკის გამგებელმა ბაჩო დოლიძე.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

"შემტვრეული აღმოჩნდა მარტო ჩემი კაბინეტი, დანარჩენი კარები ღია. ღია იყო ასევე მაგიდის უჯრებიც. სამწუხაროდ დამლაგებლებს დაულაგებიათ - ვერ მიმხვდარან რაში იყო საქმე და ახლა მიდის კვლევა.  როგორც თანამშრომლები მეუბნებაინ,  სავარაუდოა ის, რომ ალბათ ქურდობა გუშინ უნდა მომხდარიყო და ყველაზე უფრო გასაკვირი ის არის, რომ დენი იყო გამორთული, როგორც ახლა ირკვევა გამორთვა არის სპეციალურად გაკეთებული, ქუჩიდან და ამის გამო კამერები არ იყო ჩართული", - აცხადებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე რამაზ ლომინაძე. 

კომენტარები