ლევადა-ცენტრის გამოკითხვა

რუსეთის მოქალაქეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ მოსაზრება დააფიქსირეს

რუსეთში საქართველოსადმი სიმპათიით განწყობილთა რაოდენობა გაზრდილია. ლევადა-ცენტრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეთა 48% საქართველოსადმი დადებით დამოკიდებულებას აფიქსირებს, ხოლო 40% - ნეგატიურს.

გაზრდილი სიმპათიის მიუხედავად, გამოკითხულ მოქალაქეთა მეათედზე ნაკლები ფიქრობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებად უნდა დარჩეს.

რაც შეეხება სიმპათიის მაჩვენებელს, ლევადა-ცენტრის ცნობით, სიტუაციის განვითარების დინამიკა დადებითია. 2011 წელს საქართველოსადმი სიმპათიას რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 37% ავლენდა, 2012-ში კი - 42%. ცენტრმა გამოკითხვა ივლისის ბოლოს, რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა. სულ 1601 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები