აშშ-ის საელჩო საქართველოში

ნორლანდი: ცესკო-ს თავმჯდომარე რთულ გარემოში ამოცანებს უმკლავდებოდა

ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნორლანდის განცხადებით, ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის შესახებ ქართული საზოგადოებისგან შეიტყო და ის მხოლოდ ამ ინფორმაციას ფლობს.

"საერთაშორისო თანამეგობრობას გასულ წელსაც ჰქონდა თანამშრომლობა ცესკო-სთან და მის თავმჯდომარესთან და მე აღვნიშნავ, რომ თავმჯდომარე რთულ გარემოში თავის ამოცანებს უმკლავდებოდა", - განაცხადა ნორლანდმა. ელჩმა არჩევნების სრულფასოვნად ჩატარების მნიშვნელობაზე დასვა აქცენტი, მისი თქვით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებასა და მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს პროცესის რწმენა ჰქონდეთ.

"ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, პროცესი იმედისმომცემია", - განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები