სასჯელაღსრულების დაწესებულებები

უმცირესობა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხის მართვის სქემას აქვეყნებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აკაკი მინაშვილმა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა გამოაქვეყნა. 

მინაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. რეზბალნიცას კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად ტარასა მართავს. ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი, იგივე ხალვა, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. პარტიის ინფორმაციით, ქსნის ციხეში, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი. 

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე მაისა. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი აკონტროლებს.
რუსთავის #17 დაწესებულებას კი, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც, მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. 

ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე, იგივე პრაკოლა, არიან. ზურაბ ბრეგაძე გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვისაა  გასამართლებული. 

 

 

კომენტარები