ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინეს

ცესკო

 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატად თამარ ჟვანია დაასახელა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში შედიან სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების პროექტის ხელმძღვანელია.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მზადაა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს. 

"მე მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს - ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალობას - ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნული იყო პრეზიდენტის განცხადებაში. 

კომენტარები