საპრეზიდენტო არჩევნები 2013

”ქართული ოცნების” დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი 53% - ბაქრაძე 9%

გიორგი მარგველაშვილი

კოალიცია ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 53% საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. 9 პროცენტი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს დაუჭერდა მხარს, 7% ნინო ბურჯანაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 3$ სალომე ზურაბიშვილს, 2% გიორგი თარგამაძეს, 1% კი ნესტან კირთაძეს. კვლევა საკვლევ საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპრეოქტმა" ჩაატარა

”ფსიქოპროექტის” მონაცემებით 10% პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავაა. ბიგვავა ივანიშვილის მრჩეველი იყო. კვლევა აგვისტოში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 2028 რესპოდენტი სტანდარტული შემთხვევითი შრჩევის მეთოდით გამოიკითხა.

 

 

კომენტარები