ბოლნისის საკრებულო

ბოლნისში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ

facebook.com

ბოლნისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მალხაზ ერაძის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას აპროტესტებენ და ამ ფაქტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ისინი შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

”რასაც ისინი[საკრებულოს წევრები] თურმე უწოდებენ საკრებულოს სხდომას, არ იყო წინასწარ გამოცხადებული, არ იყო დეკლარირებული, აპარატი არ ესწრებოდა. რა საკრებულოს სხდომა ჩატარდა აპარატის გარეშე და დღის წესრიგის გარეშე, ჩემთვის გაუგებარია. ეს იყო დეპუტატების მცირე ჯგუფის თვითნებობა.” - აღნიშნავს აქციის მონაწილე.

გუშინ ბოლნისის საკრებულოს ცამეტმა წევრმა თავმჯდომარე მალხაზ ერაძე თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე ფარული კენჭისყრით მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა.

ამ დროისთვის, ბოლნისის საკრებულოს შენობასთან საპატრულო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

კომენტარები