დაკავება

მელორ ვაჩნაძესა და პრეზიდენტის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან  მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებსა და  პრეზიდენტის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილი კორტეჟის თანხლებით აღნიშნულ ტერიტორიას ტოვებდა. დაცვის მცდელობას, მხარდამჭერები მანქანასთან არ მიეშვა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ვაჩნაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სააკაშვილს ბათუმში ჩასვლის უფლება არ აქვს და ყოველთვის ხმაურით დახვდებიან. ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მელორ ვაჩნაძის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მელორ ვაჩნაძემ გუშინ ბათუმის ბულვარში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოუვიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები