საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მრევლი მეუფე ვახტანგისათვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევას კვლავ მოითხოვს

zestaponi.com

ზესტაფონში მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტს, ვახტანგ ახვლედიანს, უპირისპირდება. მათ, პროტესტის ნიშნად სოფელ ქვედა საქარაში ცხრა მთავარანგელოზის ეკლესიის კარი დაკეტეს და თქვეს, რომ მიტროპოლიტს არცერთ ეკლესიაში არ შეუშვებენ. ასევე ითხოვენ საპატრიარქოსგან მეუფესთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევას.

მრევლი მიტროპოლიტს საერო ცოდვებში, წმინდანების შეურაცხყოფასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. მრევლი ასევე ამბობს, რომ ვახტანგ ახვლედიანმა, საკუთარი ინიციატივით, მამა გიორგი არგვეთელს "ჯვარი აყარა და გაუშვა".

„ვკეტავთ ეკლესიას დემონსტრაციულად და სანამ საჯარო განხილვა არ იქნება და არ გამოცხადდება წმინდა სინოდის განჩინება, ჩვენ მანამ მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის სახელზე ლოცვებს შევწყვეტთ და მასთან ევქარისტიულ კავშირში აღარ ვიქნებით. ეს არის ჩვენი დიდი გულისტკივილი. თუმცა, უკანასკნელი გამოსავალი.“ - აღნიშნავს ერთ-ერთი მორწმუნე.

მიმდინარე წლის ივლისშიც, ზესტაფონში ადგილობრივი ეპარქიის მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტსს, ვახტანგ ახვლედიანს დაუპირისპირდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მისი რეზიდენციის კარი აჭედეს. მათი თქმით, მღვდელმთავარი „ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული", მათ შორის, მრუშობასა და ეპარქიის ქონების არამიზნობრივ ხარჯვაში. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს სთხოვდნენ, იერარქი ეპარქიიდან გაეწვია. ეპარქიას მეუფე ვახტანგი უკვე ცხრა წელია მართავს.

კომენტარები