სირიის კონფლიქტი

ივანიშვილი: სირიის საკითხი მე პირადად ძალიან მაშფოთებს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე სირიის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე ქიმიური იარაღის გამოყენება შემაშფოთებელია.

”სირიის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს და მე პირადად ძალიან მაშფოთებს. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მათ გააკეთეს ექსპერტიზა და და დასკვნა ასეთია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მე ამ დილითაც მაგით დავინტერესდი, ჩავრთე ევრონიუსი . ის ,რაც წლობის განმავლობაში ხდება სირიაში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს. იქ 150 000-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.” - უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერმა.

კომენტარები