ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: სამოქალაქო საზოგადოებას ფულით არ დავეხმარები

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

"მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლით, სასწაული ხარჯები უნდა გავწიო და საოცარი ორგანიზაციები ავაგო, ძალიან დიდი ფონდებით, დაფინანსებებით. რაც შეეხება ბლუმგერგთან მიცემულ ინტერვიუს, ჟურნალისტმა დამისვა კითხვა თუ რა ბედი ეწეოდა ჩემს კაპიტალს და გავაგრძელებდი თუ არა ქველმოქმედებას. მე ვუპასუხე, რომ ისევე როგორც ადრე, დღევანდლამდე, ხარჯებიდან არანაკლებ 90%-ისა, შესაძლოა 97-98% იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე, ვთქვი, რომ ისევ საერთო საქმეს მოხმარდება, არანაკლებ 90%-ისა ჩემი კაპიტალის - ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როდესაც მისი პრესსამსახურის თანამშრომელ, ანა გოჩაშვილზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვით, პრემიერი მისი ქონების 90%-ს გადასცემს ქვეყანას. 

"არ ვფიქრობ, რომ დიდი ხარჯებით ვაპირებ შესვლას და ამის საფუძველზე გავაკეთებ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების. მე ვფიქრობ, რომ პიროვნული ნდობით, იმით რომ მე მაქვს გამოცდილება ანალიზის, შემიძლია პროგნოზი, შემიძლია დალაგება. აი ამით დავეხმარები და არა ფულით, სამოქალაქო საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც მე განვაცხადე," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები