ოსკარი

ოსკარის ნომინაციისთვის ფილმი გრძელი ნათელი დღეები იბრძოლებს

geocinema.org.ge

ქართველი კინოკრიტიკოსებისა და კინემატოგრაფისტების მიერ შემდგარმა ჯგუფმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარსადგენად ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი - გრძელი ნათელი დღეები შეარჩია. 

ოსკარზე წარსადგენად განაცხადი კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამი ფილმის ავტორმა წარადგინა. მათ შორისაა -  გრძელი ნათელი დღეები(რეჟ: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს(რეჟ: თინა გურჩიანი) და იბრძოლე (რეჟ: გიორგი მეგრელიშვილი). ორი დღის განმავლობაში სპეციალურმა კომისიამ სამივე ფილმი განიხილა და შედეგად, ოსკარზე წარსადგენად გრძელი ნათელი ღამეები შეარჩია.

ფილმს ოსკარის დაჯილდოებამდე რამდენიმე ტურის გავლა მოუწევს. ამერიკის კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2 მარტს გაიმართება.

კომენტარები