ევრაზიული კავშირი

ალასანია: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხი არ დგას

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხი მთავრობაში არანაირი სახით არ განუხილავთ. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საგარეო კურსი უცვლელი რჩება. 

"მთავრობასა და ხელისუფლებაში არანაირი განხილვა არ ყოფილა. ეს დღის წესრიგშიც კი არ ყოფილა. პრემიერმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეს საკითხი არ დგას. მე ვთვლი, რომ ევროპულ საზოგადოებაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან ნათლად გამოხატული პრიორიტეტია", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ევრაზიის კავშირის საკითხს. ივანიშვილის თქმით, ჯერჯერობით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე პოზიცია არ აქვს.

"ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა" - აღნიშნა ივანიშვილმა.



კომენტარები