საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა მეორედ გამოუცხადა

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა უკვე მეორედ გამოუცხადა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განმარტებით, ბოლო 3 თვეა უშედეგოდ ცდილობენ მენეჯმენტისგან გაიგონ სამომავლო გეგმები ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ  გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტშიც - არხზე შექმნილი დაძაბული და არაჯანსაღი კლიმატის ვერაღკვეთისთვის - გაათავისუფლა. ბარათაშვილმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლის გადაწყვეტილებითაც, საბჭოს გადაწყვეტილება გაბათილდა. 

ახალი გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსი ათი დღის ვადაში გამოცხადდება.

კომენტარები