დომბროვსკისი: ოპონენტების დაკავება არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ლატვიის პრემიერმინისტრმა, ვლადის დომბროვსკისმა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში მიმდინარე დაკავებებისა და სასამართლო პროცესების შესახებ შეშფოთება გამოთქვა. საქმე ეხება პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებს. მაგალითად, ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას.

დომბროვსკისის თქმით, დაკავებები არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად და სასამართლო პროცესებზე საჭიროა მაქსიმალური გამჭვირვალობა.

დომბროვსკისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულთან მაქსიმალურ თანხმობაში უნდა მოვიდეს, რაშიც ლატვია საქართველოს მხარს უჭერს.

ივანიშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს წინასაარჩევნო შიდაპოლიტიკური ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ უცვლელი დარჩება.

კომენტარები