ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია აირჩიეს

pirveliradio.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ზურაბ ხარატიშვილი თამარ ჟვანიამ შეცვალა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას დანიშვნას კომისიის ექვსივე წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 სექტემბერს თამარ ჟვანიას, მანუჩარ გამყრელიძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კანდიდატურები წარადგინა. 

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა და თავისი გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზნებით ახსნა.

კომენტარები