სირიის კონფლიქტი

აშშ-მა და რუსეთმა სირიაზე შეთანხმებას მიაღწიეს

telegraph.co.uk

რუსეთსა და აშშ-ს შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკები დასრულდა. საბოლოო შეთანხმების თანახმად,  2014 წლის შუამდე სირია ვალდებულია ქიმიური იარაღი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიტანოს ან გაანადგუროს.

ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, მედიას ექვს-პუნქტიანი სამუშაო გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბაშარ ალ ასადმა ერთი კვირის ვადაში ქიმიური იარაღის მთელი მარაგის ადგილმდებარეობა დასავლეთს უნდა გააცნოს.შეთანხმების არ შესრულების შემთხვევაში გაერო გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და სირიაზე სამხედო იერიშს მიიტანს.

ბაშარ ალ ასადი კვლავაც უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. კერიმ კი სირიის პრეზიდენტის ამ განცხადებას, მლიქვნელობა უწოდა და განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ, გასულ თვეს ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ აშშ სირიაში სადამსჯელო სამხედრო ოპერაციას გეგმავდა, თუმცა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით უარი განაცხადა. 

კომენტარები