სოციალურად დაუცველები

რუსთავში პოლიციამ 35-ე ბაღის შენობიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები გამოასახლა

radiotavisupleba.ge

რუსთავში, 35-ე ბაღის შენობიდან სოციალურად დაუცველი ცხრა ოჯახი პოლიციამ გამოასახლა.

გამოსახლების პროცესს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის დევნილებისთვის უნდა გარემონტდეს.

სოციალურად დაუცველები შენობის დაცლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. მიუხედავად ამისა, ოთახები ნივთებისგან პოლიციამ მაინც დაცალა.

კომენტარები