2008 წლის აგვისტოს ომი

ივანიშვილი ომის დაწყებაზე: არავინ იყო მოკლული, ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში 2008 წლის აგვისტოს ომის  დაწყების შესახებ ისაუბრა.

”როგორ დაიწყო ყველაფერი - რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ სამი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული, მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი. მას მერე სამი დღე ტელევიზიით აჩვენებდნენ. აუცილებელი იყო ამ სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია, ევროპიდან დამკვირვებელთა გამოძახება - შესაძლოა ამით ყველაფერი დამთავრებულიყო. მან კი რა გააკეთა? შეიყვანა ტანკები, ჰაერში ააფრინა თვითმფრინავები, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის რეგულარული ნაწილები შემოვიდა. სააკაშვილს არ უნდა ეპასუხა.” - თქვა ივანიშვილმა.

 პრემიერმინისტრმა აღნიშნული პირველად 12 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა.

"გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში მო­ვი­და და და­იწ­ყეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ნამ, სა­ნამ რუ­სეთ­მა გად­მო­ლა­ხა საზ­ღვა­რი. გა­ურ­კვე­ვე­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი ის­როდ­ნენ და ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა და მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ დო­ნე­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოშ­ვე­ბას და არა­ფე­რი სას­წა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. ერთ-ერ­თი ნაღ­მტყორ­ცნი შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და რა­ღაც კე­დე­ლი და­ა­ზი­ა­ნა, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ გარ­დაც­ვლი­ლა. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და სოფ­ლი­დან მაქ­სი­მუმ 100 მაც­ხოვ­რებ­ლის გაყ­ვა­ნა და სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი ალ­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რე­ბის მოწ­ვე­ვა იყო. ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ გა­კეთ­და ასე­თი რამ, რაც ჩემ­ში კით­ხვებს იწ­ვევს. აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ა­ზი­ა­ნებს არც სა­ქარ­თვე­ლოს, არც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და არც პრე­ზი­დენ­ტის იმიჯს. ტა­ლი­ა­ვი­ნის ჯგუ­ფის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ევ­რო­პას სულ სხვა წარ­მოდ­გე­ნა აქვს, ხო­ლო წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს", - თქვა პრე­მი­ერ­მა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს დღისით საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე,  ქართული სამშვიდობო ბატალიონის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ქართული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობაშიც ასევე ბევრი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები