მავთულხლართები

სოფელ დიცში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეების გავლება დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა სამუშაოები შეაჩერეს. მავთულხლართების მონტაჟი დღეს ისევ განახლდა. 

რუსმა მესაზღვრეებმა, როდესაც სამუშაოები პირველად დაიწყეს, ადგილობრივებს 1922 წლის რუკა აჩვენეს და უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ პოზიციების დათმობას და არ დაუშვებენ, მათი საცხოვრებელი სახლები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცეს. 

სოფლის რწმუნებულის ზაქარია ვატიკაძის განცხადებით, ამ სიტუაციის გამო მდგომარეობა სოფელში დაძაბულია. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს, წინააღმედგობის გაწევის შემთხვევაში, დაკავებითა და ცხივალში გადაყვანით დაემუქრნენ. 

კომენტარები