მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილს: თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდი

ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ორ ქვეყანას შორის შედგა. თავის მხრივ, ბარაკ ობამას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებს დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. მან საქართველოს პრეზიდენტს მომავალ გეგმებზეც ჰკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოლიტიკის გარდა, მისი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება. საქართველოს პრეზიდენტი თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს, რასაც ბარაკ ობამამ "ძალიან კარგი იდეა" უწოდა. 

"დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ, სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტს. 

კომენტარები