ფარული ჩანაწერები

ფარული ჩანაწერი - ღარიბაშვილმა პოლიტიკური საკითხები მოადგილეს გადააბარა

ჩანაწერი ცეკას ყოფილი მდივნის ნუგზარ ფოფხაძის სახლშია გაკეთებული. მასში შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე, სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი და თავად ნუგზარ ფოფხაძე მონაწილეობენ. ჩანაწერის მიხედვით, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური საკითხები სწორედ გელა ხვედელიძეს გადააბარა. ხვედელიძე კი, თავის მხრივ, აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში მოძალადე ჯგუფების შექმნას ითხოვდა. აგვისტოში გავრცელებული ჩანაწერის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

 

ნუგზარ ფოფხაძე

ამ წუთში გელა ხვედელიძე არის აქ, არა როგორც გელა ხვედელიძე, არამედ მთავრობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა.

ლაშა ამირეჯიბი

ირაკლიმ მითხრა პირადად, პოლიტიკური საკითხები მე ჩავაბარე გელა ხვედელიძესო

გელა ხვედელიძე

ვინ გითხრა?

ლაშა ამირეჯიბი

ირაკლიმ, შენმა მინისტრმა. მე მითხრა პირადად. შენ ყველაფერზე იცინი. ავდგები ახლა და წავალ. კაცმა მითხრა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მე პირადად ჩავაბარე გელა ხვედელიძეს ეს საკითხები, რომ მას ეს საკითხები გადაეწყვიტა. ახლა ბატონ ნუგზართან ხომ არ მექნება პრეტენზია?

ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიყავით ირაკლისთან და ვისაუბრეთ
პოლიტპატიმრებზეა ლაპარაკი, გელა ხვედელიძემ მოითხოვა, სამეგრელოშიც უნდა გაკეთდეს, აჭარაშიც უნდა გაკეთდეს და თბილისშიც... ამ ყველაფერმა ჩაიარა წყალივით, მაგრამ არაუშავს. ეს ბიჭები დარჩნენ განაწყენებული გელაზე და ირაკლიზე.

ნუგზარ ფოფხაძე

მთავრობაზე.

ლაშა ამირეჯიბი

რატომღაც მიაბეს ესენი ნანა კაკაბაძეს და ნანა კაკაბაძე თუ ვინმემ იცის, როგორი პოლიტპატიმარია, არის ნუგზარ ფოფხაძე.

გელა ხვედელიძე

რაც შეეხება ორგანიზაციის გაკეთებას, სამეგრელოში, თუ სადაც რა, ის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად იყო (არ ისმის) გააკეთოს მერე და გვერდში ვუდგავართ, ვინ უშლის.

ლაშა ამირეჯიბი

ჩაგეკითხები ერთ რამეს.

გელა ხვედელიძე

მაგრამ ის, რომ მე დავუწყო ძებნა... მოვიდეს, ვუთხარი გაგიკეთებ ხო? კი ბატონო, ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე. მაგრამ თვითონ არ მოუარა ამ მეორე და მესამე ნაბიჯს, თუ არ მოვიდა და მელაპარაკა, მე მილიონი საქმე მაქვს საქმე მაქვს, დევნას ხომ არ დავუწყებ. განა იმიტომ რომ ქედმაღალი ვარ, მართლა ბევრი საქმე მაქვს.

ლაშა ამირეჯიბი

მთავარია, ეს ადამიანები შეთანხმდნენ ერთმანეთში. მე პოლიტპატიმარი არ ვარ, ამ ბიჭმა თქვა, ყველაფერი გავაკეთეთ. გინდა უთხარი, გინდა არ უთხრა. თამაზ თამაზაშვილი მირეკავს - მეუბნება ლაშა, უთხარი გაჩერდნენ. როდემდე? ახლა ამას გადავიტანთ. ნანასთან ვსაუბრობთ და ა. შ.

ნუგზარ ფოფხაძე

უნდა დავიწყოთ სახალხო მოძრაობა - შეაქციე ზურგი, არ ჩამოართვა ხელი.

გელა ხვედელიძე

იქ სერიოზული ჩხუბი ყოფილა (არ ისმის)

ნუგზარ ფოფხაძე
იცი ორგანიზატორი, ვინც გააკეთა? კახა ქორიძის ბიჭი გიორგი

ლაშა ამირეჯიბი
რა გააკეთა რა?

ნუგზარ ფოფხაძე
ესენი მივიდნენ საქეიფოდ...

გელა ხვედელიძე
ნუ დედა მოუ..ნეს ფაქტია

ნუგზარ ფოფხაძე
მივიდნენ საქეიფოდ, ვანო მერაბიშვილი თავისი ცოლით, გოკა გაბაშვილი...

ლაშა ამირეჯიბი
დაბადების დღე რომ ჰქონდა?

გელა ხვედელიძე
არა მიტინგის შემდეგ.

ნუგზარ ფოფხაძე
ბოზები, ბოზანკალები გაყარეს.

კომენტარები