საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი: ხელისუფლებაში მოსვლამდე ადეიშვილი ყველაზე პროდუქტიული იურისტი იყო

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას, პრემიერის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ივანიშვილმა თქვა, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მის მთავრობაში კარგი მინისტრი იქნებოდა. უსუფაშვილის თქმით, ადეიშვილი იქამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მართლაც ყველაზე უფრო პროდუქტიული იურისტი იყო.

”მოდი, ცოტა დრო დავუთმოთ და გავარკვიოთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მე რასაც ვუყურებ ამ ხალხს, მათ შორის ყველაზე ნიჭიერი და რაღაცების დამლაგებელი და სისტემების ამწყობი იყო ზურაბ ადეიშვილი. მან თქვა, ეს კაცი რომ არ ყოფილიყო ამ ცუდ სისტემაში, იმ ცუდ წრეში რომ არ მოხვედრილიყო, ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო მოხელე. ამ ნაწილში, თქვენ არ ვიცი ამას დაეთანხმებით თუ არა, მე ვადასტურებ, რომ ზურაბ ადეიშვილი 1994 წლიდან 2003 წლამდე ყველაზე უფრო პროდუქტიული იურისტი, პარლამენტის იურიდიული აპარატის, რომელმაც დაწერა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის გარეშეც მიხეილ სააკაშვილი ნაბიჯს ვერ დგამდა, იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა, კვალიფიციური იურისტი იყო. მე არასდროს დამითვლია ადეიშვილის მილიონები, მაგრამ მჯერა, რომ არანაკლებ იყო გასვრილი, არანაკლებ ვინმეზე, თუმცა არ დამითვლია. მაგრამ ასევე ვიცი მისი ცხოვრების წესი, ზურაბ ადეიშვილი თქვენ ბოლოს როდის ნახეთ ცხოვრებაში, ან ეთერში... მე მგონი, ივანიშვილი და ადეიშვილი ორნი იყვნენ, ვინც ვიცოდით, რომ არსებობდნენ, მაგრამ არ ჩანდნენ, ძალიან თავისებური ადამიანი იყო ეს ადამიანი და არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ისეთ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მას არ ჰქონდა ან მილიონები ან კორუფციაში არ ჰქონდა ფეხი ჩაბიჯებული, მეტიც, მთელი ამ დანაშაულებრივი სისტემის, მათ შორის, გიგი უგულავას წინააღმდეგ ახლა გამოძიება რაც მიდის, სამი მეოთხედი ეს არის ზურაბ ადეიშვილის გამოძიებული. ედო თაროზე და ყველა დანარჩენზე. ანუ, მართლა ხელში ეჭირა ძალიან ბევრი ადამიანი და ვინმე”, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები