აქცია ყოფილი პარლამენტის შენობის წინ

რუსთაველზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

თბილისში, ძველი პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა გადაარჩინე სიცოცხლის წევრები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავენ. მომიტინგეები ხელისუფლებას კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ.

მშვიდობიან დემონსტრაციაზე, აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის ფიტულები აქვთ მიტანილი. 

აქციას კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატები - სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია და დავით ლორთქიფანიძე შეუერთდნენ. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ იმყოფება ასევე თავისუფალი აზრის სახლის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე.

"აქ ხალხი მოსულია იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ისე უნდა აღდგეს სამართლიანობა, რომ ვინც არ იყო დამნაშავე, ისინი არ დავსაჯოთ. წარმოგიდგენიათ რამდენი საქმეა შესული? რამდენიმე ათეულ ათასობით საქმეა და ეს ყველაფერი დროში იწელება. როგორც ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანა, 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება, მაგრამ მე ვამატებ ამას რომ სოსო ჯაჭვლიანი კოჰაბიტაციაში შესული არასოდეს ყოფილა," - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

 

კომენტარები