კალაძის განცხადება

კახი კალაძე: ჩვენ საქართველო განვითარებისა და წინსვლის გზაზე დავაყენეთ

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ჩვენ დავაყენეთ საქართველო განვითარებისა და წინსვლის გზაზე - წერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე თავის ოფიციალურ facebook-გვერდზე.

კალაძემ არჩევნებში გამარჯვების წლისთავი შეაფასა და განაცხადა, რომ შიში დაძლეულია და ახლა საქართველო განვითარებისა და წინსვლის გზაზე დგას.

"ეს იყო ემოციებით, იმედით, სიხარულით აღსავსე დღეები. ჩვენ ყველამ ერთმანეთის მხარდამხარ მივაღწიეთ მიზანს: დავძლიეთ შიში, გაუცხოება, უიმედობა. მე ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი გამარჯვება მინახავს, ბევრი ემოცია შემხებია, მაგრამ ის, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა, ის საოცარი ენერგია, რაც ყველა ადამიანისგან მოდიოდა, იყო განსაკუთრებული და დრო ამას ვერასდროს გააუფერულებს! ეხლაც კი ვგრძნობ თითოეულ ხელის ჩამორთმევას, მხარზე შეხებას და გულში ჩაკვრას - ეს ყველაფერი არის ჩემთვის მუხტი, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს, გავამართლო თქვენი იმედები და ყველამ ერთად განვაგრძოთ ქვეყნის შენება! ჩვენ დავაყენეთ საქართველო განვითარების და წინსვლის გზაზე, ოცნებების ასრულების გზაზე! ხელისუფლებამ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება რომ გავამართლოთ ხალხის მოლოდინი, ღირსეულად გავიაროთ ეს გზა და ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორიც არის თითოეული ჩვენგანის ოცნება", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები