ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ჟიჟილაშვილი პრემიერს: ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან?

გადაცემა პოლიტმეტრის ავტორმა ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, ვისთან გადის კონსულტაციებს ასეთი შეხვედრების წინ. ტელეჟურნალისტების პრემიერთან  შეხვედრისას, ჟიჟილაშვილი ასევე დაინტერესდა - ვინ უამბო ივანიშვილს ჟურნალისტიკის როლის შესახებ.

"ვინ გამზადებთ, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას. ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია? ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვალთ, თუ უსაყვედურებთ მათ? კომუნიკაციის ეს ფორმა თქვენი არჩევანია თუ გყავთ დამხმარე და კონკრეტულად ვინ? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა? ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს", - იკითხა ჟიჟილაშვილმა. 

ტელეწამყვანს პრემიერმა უპასუხა, რომ ყველაფერი თავად გადაწყვიტა და ეს მისი აზრით, ძალიან კარგი ფორმაა.

 

კომენტარები