საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი ტოვებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა - ეკა მაზმიშვილმა და ავთანდილ ანთიძემ პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შევიდა.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, მაზმიშვილმა პარლამენტს 30 სექტემბერს, ხოლო ანთიძემ - 1-ლ ოქტომბერს მიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განცხადებით, ბორდში შვიდი წევრი რჩება, რის გამოც, საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

"საბჭო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უუნარო გახდება. ვერ აირჩევს ახალ გენერალურ დირექტორს და ვერ შეიტანს მაუწყებლის ბიუჯეტში კორექტივებს, თუ არ იყო 9-წევრიანი შემადგენლობა, პირველ იანვრამდე კი, ეს ვერ მოხერხდება", - თქვა გოგუაძემ.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაუწყებლის გენერალური დირექტორობისთვის გამოცხადებული კონკურსი შეჩერდება და პირველი იანვრიდან განახლდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები