პარლამენტი

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიაში არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან პარლამენტმა არცერთს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად გიორგი ჭოლაძის, თეიმურაზ ღოღობერიძისა და დავით თუთბერიძის კანდიდატურები წარუდგინა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წევრის დამტკიცებისთვის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ სულ მცირე 76 ხმაა საჭირო, თუმცა კენჭისყრის შედეგად, საკმარისი მხარდაჭერა დღეს ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა მომდევნო 50 დღის განმავლობაში პარლამენტს კვლავ უნდა წარუდგინოს ახალი კანდიდატები, თუმცა, მათ ასარჩევად უფრო დაბალი კვორუმი - პარლამენტის დამსწრეთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 1/3-ისა იქნება საჭირო.

კომენტარები