საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვაშაძე: ასეთი პასიური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსოვთ?

0 კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებს. მისი აზრით, საგარეო უწყება პასიურია.

"შეკითხვები მაქვს ძალიან მარტივი - დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების შემდეგ რატომ არ მოხდა არანაირი აქტივობა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ეუთოში. ესაა სრულიად გამაოგნებელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პაატა გაფრინდაშვილის წასვლის შემდეგ, ჩვენ იქ დელეგაცია არ გვაყავს და ეს სიმართლეა - აღარ გვყავს. ევროპის საბჭოში ჩვენს დელეგაციას არ მოუთხოვია მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის შეკრება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეთხოვა რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება - თუ ესენი არ გაკეთდა, არაფერი მოხდება. ასეთი პასიური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსოვთ? ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებს საგარეო პოლიტიკაზე განცხადებას ყველა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი პირების გარდა", - თქვა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე სამინისტროს პასიურობას პროფესიონალი კადრების ნაკლებობითა და უწყებიდან ათეულობით ელჩის გათავისუფლებით ხსნის.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ესაა თავდაცვის პირველი ფრონტი - რაც არ უნდა დიდი ფული ჩადო თავდაცვის სამინისტროში, ფრონტის პირველი ხაზი არის ჩვენი დიპლომატია, რისი გაკეთება შეუძლია ამ დიპლომატიას, 5 წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, როცა რუსეთმა დაამთავრა თავისი საქმიანობა სრულ იზოლაციაში და 4 სახელმწიფოს - ნაურუს, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ტუალუს კომპანიაში. არ ვიცი, რას აკეთებს ახლა ეს ხალხი, თუმცა როცა სამინისტროდან უშვებ გამოცდილ ელჩებს, ამ შედეგს უნდა ელოდო", - თქვა ვაშაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები